პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს. CENN-ის ინფორმაციით, საინფორმაციო ჯიხურში მიღებული მომსახურების ფიქსირებული საფასურის გადახდა ნებაყოფლობითი იქნება. ტურისტული სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა კი საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას მოხმარდება.
CENN ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის მენეჯერის პოზიციაზე ორ ვაკანსიას აცხადებს. შერჩეული პირები შეაგროვებენ მოხალისეობაზე დაფუძნებულ გადასახადს; კონსულტაციას გაუწევენ და რჩევებს მისცემენ ტურისტებს თუშეთში ვიზიტის შესახებ; შეაგროვებენ მოანაცემებსა და ინფორმაციას ვიზიტორების შესახებ; იზრუნებენ ყოველდღიურად ცენტრის მართვაზე და ადმინისტრირებაზე.