weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აგარის შაქრის ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდა

14:29 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018
საქართველოს პროფკავშირების ფოტო საქართველოს პროფკავშირების ფოტო

აგარის შაქრის ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდა. 481 ადამიანი სამსახურს დაუბრუნდა და კომპანიის მიერ წარმოებული ქართული შაქარი ბაზარზე უკვე იყიდება.

„აგარის შაქრის“ ქარხანა 7 თვის განმავლობაში გაჩერებული იყო. ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევდა, რის გამოც წარმოება შეაჩერეს.

„აგარის შაქრის“ 500-მდე თანამშრომელი ქარხნის ამუშავებას ითხოვდა. მათი თქმით, აგარის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქარხანაში იყო დასაქმებული, საწარმოს მუშაობის გაჩერების შემდეგ კი ისინი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საწარმოს ამუშავების მოთხოვნით კომპანიის თანამშრომლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, როგორც აგარაში, ასევე თბილისში.

საქართველოს მთავრობასა და აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა და მხარდაჭერის პაკეტი შემუშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]