weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში, სავაჭრო ობიექტში 21 600 ცალი საეჭვო წარმომავლობის კვერცხი აღმოაჩინეს

14:42 პარასკევი, 08 ივნისი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, კომპანია „კრეატივი +“-ში 21 600 ცალი არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოაჩინეს.

სეს-ის ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სააგენტო განახორციელებს.

„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ დადგენილება ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]