weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორი იქნება რიკოთის ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას ახალი გზა

13:53 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება და 2021 წლის ბოლომდე დასრულდება. რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 51.6 კმ. სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ; ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ; უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების ვადებია 2018 – 2021 წლები; ხევი-უბისა 2019 – 2022 წლები; უბისა-შორაპანი 2018 – 2021 წლები; შორაპანი-არგვეთა 2018 – 2021 წლები.

ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას, კერძოდ, ჩუმათელეთი-ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.

პროექტზე ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.  

ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 000 -მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]