weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წელს კახეთში 36 600 ტონა ატმის მოსავალია მოსალოდნელი

11:45 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელს კახეთის რეგიონში ატმის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონაა, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონაა, ხოლო ვაშლატამასი -13 000 ტონა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებს და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხები განიხილეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შეიქმნება საორგანიზაციო შტაბი, რომელიც გურჯაანში განთავსდება. შტაბს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]