weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა

17:55 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

2018 წლის 6-8 ივნისს საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაცია, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვი ხელმძღვანელობდა. ისინი ეწვივნენ სს გეს „საქრუსენერგოს“, დაათვალიერეს კომპანიის სათაო ოფისი, დამხმარე შენობა-ნაგებობები და ტექნიკა.

შეხვედრა გაიმართა კომპანია სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორთან, მის მოადგილეებთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ სტუმრებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.  შეხვედრაზე განიხილეს სს გეს „საქრუსენერგოს“ ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

ვიზიტის ფარგლებში საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვმა  შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმრებს ქვეყნის ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირებისა და ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. დასასრულს, მხარეები სს გეს „საქრუსენერგოს“ შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

[R]  სს გეს „საქრუსენერგოს“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]