weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2018 გაიხსნა

15:48 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018
ფოტო: ღვინის ეროვნული სააგენტო ფოტო: ღვინის ეროვნული სააგენტო

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2018 გაიხსნა. გამოფენა სამი დღე გრძელდება და მასში 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.

გამოფენის ფარგლებში ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. საერთაშორისო ჟიური, რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი თავმჯდომარეობდა, „ტროფის“, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები გამოავლინა. კონკურსზე 60 კომპანიის 250-მდე ნიმუში იყო წარდგენილი. გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება დღეს გაიმართება.

WinExpo Georgia რეგიონში სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და მათი წარმოებისთვის საჭირო მასალებსა და მომსახურეობებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]