„ონიორეს ჩანჩქერის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის განსავითარებლად საჭიროა 6 კილომეტრამდე ახალი სამანქანო გზის გაყვანა, 2,5 კილომეტრზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის აშენება“, - განაცხადეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ონიორეს ბუნების ძეგლების კომპლექსი მღვიმესა და მისგან გადმომავალ ჩანჩქერს აერთიანებს. მღვიმის შესასვლელთან 21 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია. ცალკეულ ადგილას გვირაბის სიგანე 12-15 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე კი 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.