weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

13:02 პარასკევი, 22 ივნისი 2018

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი,  შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც საქართველოს რკინიგზამ, თბილისის მერიამ და შვეიცარულმა „შტადლერმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

კომპანია „შტადლერს“ უკვე აქვს საქართველოში რეალიზებული პროექტი - Stadler KISS-ის ტიპის ორსართულიანი ოთხი ერთეული მატარებლის სახით. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობენ. მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სრულად პასუხობს უსაფრთხოებისა და კომფორტის  თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.    

შვეიცარული კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო  და საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გეგმავსრეგიონული საწარმოს პროექტის რეალიზებას. 

ამგვარი მაღალტექნოლოგიური საწარმოს აშენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. კომპანია „შტადლერი“ აწარმოებს როგორც რკინიგზის  სამგზავრო მატარებლებს, ასევე მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს და მას მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები გააჩნია.

საქართველოში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ბაზრისთვის. 

R - საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]