კომპანია „შტადლერს“ უკვე აქვს საქართველოში რეალიზებული პროექტი - Stadler KISS-ის ტიპის ორსართულიანი ოთხი ერთეული მატარებლის სახით. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობენ. მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სრულად პასუხობს უსაფრთხოებისა და კომფორტის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.
შვეიცარული კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გეგმავსრეგიონული საწარმოს პროექტის რეალიზებას.
ამგვარი მაღალტექნოლოგიური საწარმოს აშენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. კომპანია „შტადლერი“ აწარმოებს როგორც რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს, ასევე მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს და მას მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები გააჩნია.
საქართველოში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ბაზრისთვის.
R - საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია