weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოდან ექსპორტირებულია 700 ტონა ატამი – ლევან დავითაშვილი

18:07 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოდან 700 ტონა ატამია ექსპორტირებული. მისივე თქმით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში, ატმის ექსპორტის მოცულობა 30 ტონას შეადგენდა.

დავითაშვილის თქმით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს.

„იმისათვის, რომ ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად და კოორდინირებულად წარიმართოს, ინტენსიური შეხვედრები იმართება ფერმერებთან, მეწარმეებთან და ექსპორტიორებთან. დღეისთვის, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი. ჩვენ შევხვდით ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსების ფარგლებში შეიქმნა. დღეისათვის გვაქვს საკმარისი სამაცივრო სიმძლავრეები, რაც ექსპორტის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, არასტანდარტული ატმის გადამუშავებასთან დაკავშირებით, სამინისტროს კომპანიებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ. კომპანია „კულას“ დირექტორის, ივანე გოგლიძის განცხადებით, წლევანდელ სეზონზე 500 ტონამდე ატმის გადამუშავებას გეგმავენ. გარდა ამისა, წვენის, ხილფაფისა და კომპოტის გარდა, ატმის ჩირსაც დაამზადებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში მუშაობს ჯგუფი, რომელიც საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას უზრუნველყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]