weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან – პრემიერი

10:34 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და რა თქმა უნდა, ის უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოქალაქეების, განსაკუთებით რეგიონის ახალგაზრდების დასაქმებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით საინტერესო პოლიტიკა აქვს. მისივე თქმით, ადგილობრივი ახალგაზრდები პორტში მას შემდეგ დასაქმდებიან, რაც პორტის მშენებლობა დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მამუკა ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს და კიდევ ბევრი გვექნება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეწარმეების წახალისების თვალსაზრისით. აგრეთვე, აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურა გავხადოთ თანამედროვე და მოვიყვანოთ წესრიგში. ამ თვალსაზრისით რეგიონში არის პრობლემები და მათ დროული გადაჭრა სჭირდება. პროექტები უნდა დასრულდეს ვადაში, ან ვადაზე ადრე, რამდენადაც შესაძლებელია. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, აუცილებელია, რეგიონებში მაღალი კლასის სასტუმროებთან ერთად საოჯახო ტიპის სასტუმროებიც განვითარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]