weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ატმის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 22-ჯერ გაიზარდა

17:58 პარასკევი, 29 ივნისი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 28 ივნისის მონაცემებით, საქართველოდან 1, 608.6 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 1,537.58 ტონით (22-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 28 ივნისის მდგომარეობით, 85.1 ათასი აშშ დოლარია. სამინისტროს ინფორმაციით, ატმის საბითუმო ფასი 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

ატმის ექსპორტი ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (60.7%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (24.3%), სომხეთის რესპუბლიკაში (13.7%), ასევე ყაზახეთსა და ყატარში ხორციელდება.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო რაოდენობამ 10.9 ათასი ტონა, ხოლო საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 5.8 ათას ტონას, ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]