weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისში ჰესის მშენებლობა შეჩერებულია - ინვესტორი მთავრობის რეაგირებას ელოდება

13:58 ორშაბათი, 02 ივლისი 2018
ფოტოზე ლაშა იორდანიშვილი ფოტოზე ლაშა იორდანიშვილი

„სახელმწიფო გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჰესის მშენებლობისთვის კანონით დადგენილი ყველა პროცედურა ჩვენ გავლილი გვაქვს, მაგრამ აგრესიული ფონისა და თანამშრომლების მიმართ მუქარების გამო, შეჩერებული გვაქვს სამუშაოები და ვერ ვახერხებთ ჰესის მშენებლობას. ველოდებით, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - ციტირებს პანკისის სათემო რადიო WAY ჰესის მშენებელი კომპანიის, შპს „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის კომენტარს.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, „ხადორის 3“-ის სამშენებლო სამუშაოები 28 ივნისს დაიწყო. მეორე დღეს კი, პანკისის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციის შემდეგ, ტრაქტორისტს მილსადენის მშენებლობის სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვეს. აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ტრაქტორისტმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნა შეასრულა, გათხრა შეწყვიტა და უკვე გათხრილი არხი მიწით ამოავსო.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქ ჰქონდა კანონის დარღვევას ადგილი. მითხრეს, რომ იყო აგრესიული ფონი, ტრაქტორზე შეხტნენ, თანამშრომელს დაემუქრნენ და ა.შ. ეს არის გარემოზე ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც სათაო ნაგებობაც კი არ გააჩნია. მშენებლობა შეჩერებულია გაუგებარი მიზეზების გამო“, - აღნიშნავს ლაშა იორდანიშვილი.

პანკის-ხადორის ხეობებში 2 ჰესი უკვე ფუნქციონირებს. მესამე ჰესის მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია. გარემოს დაცვის სამინისტროს პანკისის ხეობაში მეოთხე ჰესის მშენებლობაზეც აქვს ნებართვა გაცემული. 27 მგვტ სიმძლავრის „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობა მდინარე სამყურისწყლის ხეობაშია გათვალისწინებული. ჰესი შპს „ფერმა“ უნდა ააშენოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]