შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანა, სადაც ავიაკომპანია Wizz air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იფრენს.
„დღეიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს არის ორ ქვეყანას შორის ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ვენის მიმართულებითაც დაიწყება.