weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხე-ტყის სახერხებზე ვიდეოკონტროლი დაწესდება

22:28 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

სახერხ საამქროებში ვიდეომონიტორინგის განხორციელება 2018 წლის 2 აგვისტოდან სავალდებულო ხდება. სახერხის მფლობელები ვალდებული იქნებიან საამქროს ეზოში და შენობაში მორის მიღება-გადამუშავება მხოლოდ ვიდეოკონტროლის ქვეშ მოახდინონ.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში განახორციელა. ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და 2 აგვისტოდან ამოქმედდება. 

მთავრობის დადგენილების თანახმად, სახერხი დანადგარი უნდა განთავსდეს დახურული ტიპის კაპიტალურ ნაგებობაში, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სავენტილაციო სისტემით, ხოლო საამქროში დასაქმებული პერსონალი - აირწინაღებით. 

დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახერხი საამქროს მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ მისი აღჭურვა ვიდეომონიტორინგის სისტემით, წინააღმდეგ შემთხვევაში სახერხის რეგისტრაცია გაუქმდება. 

ვიდეომონიტორინგის სისტემა მოიცავს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე (როგორც ეზოში, ასევე ნაგებობაში) დამონტაჟებულ ურთიერთდაკავშირებულ ვიდეოკამერებს და ქსელურ ვიდეოჩამწერს. 

ვიდეოკამერები სახერხის ტერიტორიაზე და ნაგებობაში უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ ვიდეოკონტროლი უწყვეტად ხორციელდებოდეს: სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიღებაზე და გატანაზე, მათ შორის დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილებზე; მორის გადამუშავების სრულ ციკლზე (მათ შორის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე - ფიცარი, ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა); გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების ადგილზე.

 

ამ თემაზე:

სახერხი საამქროს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა პატიმრობით დაისჯება

ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმების ოდენობა გაიზარდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]