weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2018 წლის 6 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა

12:46 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია - ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე როგორც ევროპასა და აზიაში, ისე აშშ-ში და სხვა ტრადიციულ ბაზრებზე.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულშია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. 

2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა ფიქსირდება შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 200% (130 638 ბოთლი), ჩეხეთი - 134% (30456 ბოთლი), ყირგიზეთი - 81% (140 370 ბოთლი), სამხრეთ კორეა - 78% (31 650 ბოთლი), ნიდერლანდები - 68% (38 799 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 67% (46 782 ბოთლი), გერმანია - 43% (286 054 ბოთლი), უკრაინა - 41% (4 191 217 ბოთლი), ყაზახეთი - 42% (1 652 292 ბოთლი), ლატვია - 32% (905 982 ბოთლი), პოლონეთი - 30% (1 573 328 ბოთლი), რუსეთი - 24% (24 022 113 ბოთლი), ესტონეთი - 22% (294 900 ბოთლი), ლიეტუვა - 9% (188 052 ბოთლი), აშშ - 7% (188 762 ბოთლი) და სხვა.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 23%-ით აღემატება გასული წლის 6 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 6% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 178 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 100 %. სულ ექსპორტირებულია 530 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 116%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]