weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გია ჟორჟოლიანი 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასის 30 %-ით დაბეგვრის ინიციატივით გამოდის

00:01 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს. ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ქვეყანა 500 მილიონამდე ლარის მობილიზებას შეძლებს.

„თუ დასაქმებულს 3000 ლარი აქვს ხელფასი, 2500 ლარი ჩვეულებრივ 20 %-ით დაიბეგრება, 500 ლარი კი 30 %-ით. დაბეგვრის აღნიშნული რეჟიმი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს შეეხება. მობილიზებული თანხა კი განათლების და სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ვფიქრობ, უნდა გაიზარდოს სკოლების და პროფესიული ცენტრების მასწავლებლების ხელფასი, ასევე, სოფლად კერძო საწარმოების განვითარების მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და უფრო გავააქტიუროთ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ამ ინიციატივით საქართველოს მთავრობას უახლოეს პერიოდში მიმართავს.

დეპუტატის განცხადების კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს.

გია ჟორჟოლიანი საქართველოს მერვე (2012-2016 წლები) და მეცხრე მოწვევის (2016 წელი) პარლამენტის წევრია. საკანონმდებლო ორგანოში ის „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]