weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ნატურალური რძე და მისგან წარმოებული პროდუქტი დღგ-სგან გათავისუფლდება

12:27 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივა მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილების თანახმად, ნატურალური რძე და მისგან წარმოებული პროდუქტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.

„ეს ცვლილება იქნება დიდი შეღავათი სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის“ - ასე შეაფასა ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„მოხდება მოსახლეობის ამ ჯგუფის დამატებითი ჩართულობა რეალურ ეკონომიკაში. მწარმოებლები შეძლებენ იმპორტირებული რძის ფხვნილის ჩანაცვლებას ნატურალური რძით და ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ წვდომა ჯანმრთელ პროდუქტზე. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ანუ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას - რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეეხება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]