weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინკა ბანკი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია

15:58 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

ფინკა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა შესრულებულია და განაგრძობს ფინკას გლობალური მისიის შესრულებას საქართველოში. ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ფორმალური პროცედურა უკვე დასრულებულია.

როგორც ფინკა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ნადარეიშვილმა განაცხადა, ფინკა ბანკმა უკვე გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობამდე. საზედამხედველო კაპიტალის შესაბამისობაში მოყვანა მოხდა როგორც ფინკას აქციონერების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების  ფინანსური მონაწილეობით. 

„დღეს შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ფინკა ბანკის საზედამხედველო კაპიტალი სრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებთან. ფინკა ბანკის აქციონერები, FINCA Impact Finance-ის გლობალური საფინანსო ქსელის პარტნიორები, ყოველთვის გამოთქვამენ უპირობო მზადყოფნას, ფინკა ბანკი სრულად აკმაყოფილებდეს მარეგულირებლის მოთხოვნებს. ფინკა ბანკი განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების შეთავაზებას“, - აღნიშნა გიორგი ნადარეიშვილმა. 

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო უკვე 20 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს მომხმარებლებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომია 100 000-ზე მეტი მომხმარებლისათვის, რომელთა დიდი ნაწილი რეგიონების მკვიდრია.

ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და  Triple Jump. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ შარშან განაცხადა. ბანკებმა ახალი ვალდებულებები 2018 წლის ბოლომდე უნდა შეასრულონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]