weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უბისა-შორაპანის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

13:01 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, რომელიც 20 აგვისტოს დასრულდება. პროექტი 13-კილომეტრიანი ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე აშენდება 18 გვირაბი, რომელთა სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდი, რომლიდანაც 13 განლაგებულია თბილისი-არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14 - აგრვეთა-თბილისის მიმართულებაზე (სიგრძეები მერყეობს 33 მეტრიდან 1200 მეტრამდე). 

პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-არგვეთა) დაგეგმილია სულ 51.6 კილომეტრამდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) – 11.7 კმ; ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) – 12.2 კმ; უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) – 13 კმ; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) – 14.7კმ.

ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]