weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

21:47 პარასკევი, 20 ივლისი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში შპს „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 84 000 ლარად იყიდა.

კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წლის აპრილში დააფუძნეს. კომპანია ფლობს 34 ჰექტარ ვენახს, რომელიც მუკუზანისა და ვაზისუბნის მიკროზონებშია გაშენებული. „ვაზისუბნის მამული“ ორ სხვადასხვა ბრენდს აწარმოებს: ქვევრის ღვინოები და „ქართული მზე“. საწარმო, რომელიც ვაზისუბანში აშენდება, ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]