პილოტ-პროექტის პირველი ეტაპისთვის შეირჩა 67 სუბიექტი, რომლებიც ამ რეგიონში ფლობენ ჯამში დაახლოებით 2200 ჰა ვენახს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს რთველის დროს ყურძნის ჩაბარების პროცესში საკადასტრო მონაცემების გამოყენების პირობები გააცნეს. სააგენტოს ვენახების კადასტრის ჯგუფმა ფერმერებს წარუდგინეს საქართველოს ვენახების კადასტრის აგების პრინციპები, მისი რეალიზაციის გზები, აქამდე შესრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში, ასევე მიმდინარე სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრის მონაწილეებს მონიტორინგისათვის გადაეცათ საკუთარი ვენახების საკადასტრო ამონაწერები.
ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. ამ პერიოდში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი.