weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოდან ატმის ექსპორტი 61%-ით გაიზარდა - სამინისტრო

18:41 სამშაბათი, 24 ივლისი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 9.0 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 3.4 ათასი ტონით (61%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში (71.8 %), სომხეთში (17.9 %), აზერბაიჯანში (8.0%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება. ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]