weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ მოახდენს - ლევან დავითაშვილი

15:00 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

2018 წელს სახელმწიფო რთველს აღარ დაასუბსიდირებს. ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„მთავრობა ასრულებს დანაპირებს და უარს ამბობს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებზე მეღვინეობის დარგში, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული სწორი  სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგი. ამაზე მიუთითებს გაზრდილი ექსპორტი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მზარდი სტატისტიკა, ასევე ქართული ღვინის წარმატებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში. კერძოდ, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 76,7 მლნ ბოთლი, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია - მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 2013-2017 წლებში რთველი ჩატარდა ორგანიზებულად და არცერთ მევენახეს არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა - გადაუმუშავებელი არ დარჩენილა არცერთი კილოგრამი ყურძენი. ამ წლებში დაფიქსირდა ახალი ვენახების გაშენების ტენდენცია და უნიკალურ ყურძნის ჯიშებზე მოთხოვნილების გაზრდა. ყოველივე ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ 2018 წლის რთველი იქნება წარმატებული და ორგანიზებული, მევენახეებს არ შეექმნებათ ყურძნის რეალიზაციის პრობლემა“, - აღნიშნა მინისტრმა.

გასული წლების მსგავსად, რთველი-2018-ის პროცესში შეიქმნება რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქცია იქნება რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფა.

წელს ყურძენს 100-ზე მეტი საწარმო ჩაიბარებს და ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა  მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე.

რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი და ცხელი ხაზი (1501). ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]