weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სვანეთში ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 35 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა იგეგმება

16:05 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, სვანეთში დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 35 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა და ლეშგუანი-მესტიის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. 

გზა, რომლის მშენებლობაც 4 ნაწილად იყოფა, ლენტეხიდან დაიწყება, გაივლის ლასკადულას ხეობას, მთიან მასივს 9კმ-იანი გვირაბით და ლაილაჭის ხეობის გავლით შეუერთდება ზუგდიდი-მესტიის გზას, ლეშგუანის დასახლებასთან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზით, ზემო და ქვემო სვანეთი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილების დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამჟამად ზემო სვანეთში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, რეაბილიტაციის და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით, ჯამურად 44 მილიონი ლარის ღირებულების 9 პროექტი მიმდინარეობს. აქედან 8 პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ქარსელაძის ინფორმაციით, დამატებით 6 ახალი პროექტი იქნება განსაზღვრული, რომლის ჯამური ღირებულება 80 მილიონ ლარამდეა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]