weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყაზბეგიდან საზაფხულო ჩარტერული ფრენები დაიწყო

14:06 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

კომპანიამ „Kazbegi Helicopters“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ კომპანიის წარმომადგენელმა ვატო ასათაშვილმა განუცხადა, რეისები „Eurocopter B3 სერიის“ ხუთადგილიანი ვერტმფრენებით თბილისის, ბათუმის, მესტიის, ყვარლის, ბორჯომის, თუშეთის, ქუთაისის მიმართულებით შეკვეთით სრულდება.

სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებელია წრიული, საქორწინო, სამაშველო ფრენების შესრულება და ტვირთის გადაზიდვა.

„ჩვენი ძირითადი საქმიანობა ტურიზმია და წლებია უკვე ამ მიმართულებით მხოლოდ ზამთრის სეზონზე ვმუშაობდით. „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში 100 ათას ლარის ოდენობით სესხი ავიღეთ და ახლა შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში, ყველა სეზონზე ვიფრინოთ. ძირითადი სერვისი წრიული ფრენაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოკლე დროში შემოვუფრინოთ ყაზბეგს, გერგეტს, მყინვარებს და სხვადასხვა ხეობებს. მეორე სერვისია ჩარტერული ფრენა, რომელიც გვაძლევს ფრენის საშუალებას ყაზბეგიდან თბილისში და ყაზბეგიდან გუდაურში, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით. მესამე სერვისი გულისხმობს ტვირთის გადაზიდვას ისეთ რთულად მისადგომ ადგილებში, სადაც სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია. იმ მთებზე, სადაც ვერტმფრენი არ დაფრინავს, შეგვიძლია ჯგუფები ავიყვანოთ თოვლის მანქანით და ისრიალონ, ან უბრალოდ დაათვალიერონ. ჩვენი ვერტმფრენები შეგვიძლია გამოვიყენოთ სამაშველო დანიშნულებისთვის, თუ ვინმეს გადაუდებელი დახმარება სჭირდება“,- უთხრა „რეგინფოს“ ვატო ასათაშვილმა.

ყაზბეგში წრიული კლასიკური ფრენის ღირებულება (10 წუთი) 400 ევროა. 20 წუთით ფრენა კი 750 ევრო ღირს. 1100 ევრო ღირს 30 წუთით წრიული ფრენა.

თბილისი დასავლეთი - ყაზბეგი - თბილისი ჩარტერული რეისის ღირებულება 3 200 ევროა.  გუდაური - ყაზბეგი - თბილისი - 950 ევრო; თბილისი - გუდაური - თბილისი - 2100 ევრო; თბილისი - მესტია - თბილისი - 6300 ევრო; თბილისი - ქუთაისი - თბილისი - 4900 ევრო; თბილისი - ომალო - თბილისი - 3150 ევრო; თბილისი - ბათუმი - თბილისი - 7000 ევრო; თბილისი - ბორჯომი - თბილისი - 2800 ევრო; თბილისი - ყვარელი - თბილისი - 2100 ევრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]