weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხორბლისა და ქერის კულტურა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება

13:30 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

2018 წლის ოქტომბრიდან, ხორბლის და ქერის კულტურა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. შესაბამისი დადგენილება „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება იმ კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული და რომლის თანახმად, ქვეყანაში გარკვეული კულტურების სათესლე და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას უნდა დაექვემდებაროს.

„ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი და კონტროლირებადი სათესლე მასალა, რომელიც მათი საქმიანობის წარმატებაზე პირდაპირ აისახება. ჩვენ, ბოლო წლებში, დადებითი ტენდეცია გვაქვს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით - მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის დონის ზრდაში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რამდენიმე ფაქტორთან და მათ შორის, ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობასთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]