weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნება

14:31 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს. ვებგვერდ www.hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნება.

საპენსიო სააგენტო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა და პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

სააგენტოს დირექტორის უშუალო მოვალეობებს შორისაა საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა; სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად; საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა და ა.შ.

აღნიშნული თანამდებობაზე მუშაობის მსურველს მოეთხოვება სულ მცირე ბაკალავრის ხარიხსი ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს სამართლის მიმართულებით, ასევე, უნდა ჰქონდეს 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება და უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევა მოხდება გამარტივებული კონკურსის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული განაცხადების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა კი 2018 წლის 14 სექტემბერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]