რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9242 ლარია, მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი კურსი 2.9061 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0181 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ბოლო კვირის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება. გასული კვირის ბოლოს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4687 ლარი იყო. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, ლარის კურსზე გავლენა ლირის და რუბლის მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა.