weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დალუქული სახერხი საამქროები ხვალიდან ეტაპობრივად გაიხსნება

18:32 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ხე-ტყის მომპოვებელი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა ღონისძიებები განხორციელდება მომავალში, რათა კანონის ფარგლებში მოექცეს ხე-ტყის მოპოვებისა და რეალიზაციის სფეროში მომუშავე საწარმოების საქმიანობა. ბიზნესმენები დაინტერესდნენ როგორი იქნება საამქროების ფუნქციონირების შემდგომი ბედი. მათი თქმით, კომპანიებს დამკვეთებთან აქვთ ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ვერ ხდება.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ „მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ბიზნესის საქმიანობას, დაარეგულიროს და კანონის ფარგლებში მოაქციოს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვებისა და რეალიზაციის სფერო, რათა ამ მიმართულებით ქვეყანაში არაკონტროლირებადი ბაზარი არ არსებობდეს“.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი ატარებს სახერხი საამქროების ინვენტარიზაციას. ბიზნესის ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, ხვალიდან, ეტაპობრივად, გაიხსნება ყველა ის რეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომელშიც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია.

დაუშვებელია ხე-ტყის მასობრივი უკანონო ჭრები, ასევე არ შეიძლება ლიცენზირებული და  გადასახადების გადამხდელი კომპანიები არათანაბარ პირობებში იყვნენ უკანონოდ მოქმედ საწარმოებთან, რომლებიცუკანონო ჭრებს ახორციელებენ და არ იხდიან გადასახადებს. კანონის ფარგლებში მოქმედი საწარმოს საქმიანობა არ შეფერხდება. კანონის წინაშე პასუხისმგელობა დაეკისრება ყველა იმ პირს, ვინც ხე-ტყის უკანონო ჭრებს ახორციელებს ან ხელს აფარებს დანაშაულს“, - აღნიშნა ლევან გამყრელიძემ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის გადამამუშავებელ 700-ზე მეტ საწარმოში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ეპრიმა და 303-ე მუხლებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]