weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიკროგრანტების პროგრამა 20 აგვისტოდან ახალი პირობებით განახლდება

12:25 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო საგრანტო პროგრამა 2018 წლის 20 აგვისტოდან ახალი პირობებით განახლდება და 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გაიზარდა დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და 15 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარია. წელს პროგრამის პრიორიტეტებია ინტელექტუალური სერვისები, ქალი მეწარმე, სტარტაპი და სოფლად განხორციელებული ბიზნესი.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არასდროს მიუღია, ასევე - მეწარმე სუბიექტს ან მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც აღნიშნული პროგრამიდან გრანტი ერთხელ უკვე მიიღო. განმეორებით მხოლოდ წარმატებული სტარტაპები დაფინანსდება. პროექტი უნდა ეხებოდეს მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

განმეორებითი დაფინანსების მისაღებად, პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით.

როგორ უნდა მივიღოთ პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც განაცხადის შევსების მომენტში სრულწლოვანია.

დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია გაიაროს რამდენიმე ეტაპი: ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://www.enterprisegeorgia.gov.ge; ბიზნესიდეების კონკურსი: საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა; საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი; მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსი;

პროგრამის ხანგრძლივობა 14 თვეა. გრანტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებიდან 6 თვეში, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა.

არ დაფინანსდება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება და მისთვის განკუთვნილი მომსახურება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ ან გააფართოონ საკუთარი ბიზნესი.

2015-2018 წლის მონაცემებით, მხარდაჭერილია 5 313 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მლნ ლარამდეა. ამასთან, თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც 8 412  მოსარგებლეა.

პროგრამას რეგიონებში შემდეგი ორგანიზაციები ახორციელებენ:

აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი – შპს. ჯი-ემ-სი-ჯი - INNOVA;

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი – შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი;

სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი – რეგიონალური განვითარების ასოციაცია;

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები;

 

ამ თემაზე:

მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]