weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიუღებელია, რომ თითქმის 650 ათასი ადამიანი ბანკების ე.წ. შავ სიაშია - პრემიერი

13:39 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

„სრულიად მიუღებელია, რომ თითქმის 650 ათასი ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური აქტივობა განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბანკების ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ე.წ. შავ სიას, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე და ამ შემთხვევაში ეს გახლავთ ბარიერი, მიუღებელია და ამ პრობლემას გადაჭრა სჭირდება. ვიცი, ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და იმედს გამოვთქვამ, რომ შემოდგომაზე გვექნება ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა მეანაბრეების პრობლემასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, შიდა ვალი ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა „ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს პრობლემა მოკლე ვადაში გადაიჭრება“.

„დღეს არასერიოზული იქნება ჩემგან გაიგოთ, რომ ამ მიმართულებით არსებობს რესურსი, რომ ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადავჭრათ. ეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიის ქონა, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალება და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც დაგვეხმარებიან, რომ ეს სტრატეგია შეიქმნას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]