weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლო 4 წელში კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა

23:41 შაბათი, 18 აგვისტო 2018

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, 18 აგვისტოს, 17:00 საათიდან, კახეთში ჩრდილო-დასავლეთიდან უპრეცენდენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბელი შემოვიდა, რომელმაც უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები შემოიტანა.

ცენტრის განმარტებით, ასეთი დიდი მასშტაბის და მსგავსი ზომის სეტყვის მარცვლების შემცველი ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არსებობის პირობებში პირველად დაფიქსირდა. ცენტრის განცხადებით, 40-60 მმ ზომის სეტყვის მარცვლების შემდგომი ზრდა შეაფერხეს, ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად კი 200-მდე რაკეტა გაისროლეს.

„სეტყვისაწინააღმდეგო სისტემამ ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა.

მუშაობა ამ ეტაპზეც გარკვეული შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობს. კერძოდ, ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის გამო, დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა. საგარეჯოს რაიონში აკრძალულ ზონებს ჰაერში საფრენი აპარატების არსებობაც დაემატა.

20:00 საათის მდგომარეობით ნალექის მასები სეტყვის სახით სამივე რაიონში, უმეტესად დასახლებული პუნქტების თავზე, სროლისთვის აკრძალულ ზონებში ჩამოიცალა“, - განაცხადეს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.

ძლიერი სეტყვის შედეგად ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლები დაზარალდა. ახმეტაში ყველაზე მეტად მატანი და ქისტაური დაისეტყვა, თელავის მუნიციპალიტეტში კი ქალაქი თელავი, ასევე შალაური და კისისხევი. წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის 28 მაისიდან ფუნქციონირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]