weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტად იქცევა - ცქიტიშვილი

18:40 კვირა, 19 აგვისტო 2018

შემუშავებულია ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს მივუდგეთ ერთიანად, ერთი კონცეფციის ფარგლებში, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

„ბახმაროში დაგეგმილი გვაქვს და უკვე მიმდინარეობს ელექტრომომარაგების სამუშაოები, რაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო. წყალკანალის საპროექტო სამუშაოების ტენდერი წელს გამოცხადდება და შესაბამისად, შემდეგი წლის განმავლობაში სავარაუდოდ წყალგაყვანილობის სამუშაოებს დავამთავრებთ. შემუშავებულია ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ამ კურორტს მივუდგეთ ერთიანად, ერთი კონცეფციის ფარგლებში. გენგეგმაში გათვალისწინებულია ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის კონცეფცია. გენგეგმა შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე და ამ ეტაპზე სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ განისაზღვროს ამ სამუშაოების ეტაპობრიობა და საჭირო ინვესტიციები. ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაღალმთიან კურორტ ბახმაროს რეკრეაციული ტერიტორიის სტატუსი 2017 წლის 5 ივლისიდან მიენიჭა.

სოფელი ბახმარო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კურორტია. იგი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1926 - 2050 მეტრის სიმაღლეზე.

 

ამ თემაზე:

ბახმარო - ლაშა ღლონტის მოგზაურობის დღიური

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]