weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2018 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონემ 12% შეადგინა

13:19 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018
ფოტო აქციიდან, სადაც აგარის ქარხნის გახსნას ითხოვდნენ. აპრილი, 2018. ფოტო აქციიდან, სადაც აგარის ქარხნის გახსნას ითხოვდნენ. აპრილი, 2018.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 %-ით შემცირდა და 12.1 % შეადგინა. უმუშევრობის დონე პირველ კვარტალში 14% იყო. საქსტატის განმარტებით, შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64 % შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 %-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 %-ით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.7 %-ს შეადგენდა, რაც 1.9 %-ით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.3 %-ით აღემატებოდა ქალების მაჩვენებელს.  ამავე პერიოდში ქალებში დასაქმების დონე 1.8 %-ით გაიზარდა, ხოლო კაცებში - 1 %-ით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]