weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო

13:35 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

რთველის პროცესში ჩართვის მსურველ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს დღეიდან უკვე შეუძლიათ შტაბში დარეგისტრირება.

საკოორდინაციო შტაბი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ყურძნის კრეფა უახლოეს დღეებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება და შემდეგ ეტაპობრივად მთელ კახეთს მოიცავს. შტაბი რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო ასლანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და კახეთის გუბერნატორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

საკოორდინაციო შტაბის ფუნქციაა რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა. ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა  მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან დანერგა.

ბოლო 10 წლის მანძილზე წელს პირველად სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს კახეთის რეგიონში 125 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. ყურძენი კომპანიებს 15 ათასმა მევენახემ ჩააბარა და საერთო შემოსავალმა 144 მილიონ ლარს მიაღწია. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა და რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია. რქაწითელის საშუალო ფასი 75-85 თეთრი იყო, საფერავისა კი 1.50-1.70 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]