weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მტირალას პარკამდე მისასვლელი გზა 10 დღით დაიკეტება

12:38 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 აგვისტოდან ეროვნულ პარკამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება იგეგმება, რის გამოც ავტომობილებისთვის გზა ათი დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება.

ამ პერიოდში პარკის მოსანახულებლად ვიზტორებს დაახლოებით 10 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ.

მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთ-ჩაქვის ქედზე - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული და მისი საერთო ფართობი 15698,8 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი კი სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს. შესაძლებელია ერთ და ორდღიანი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა. პარკის ტერიტორიაზე ბილიკები მარკირებულია, მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ბილიკის მე-9 კილომეტრზე კი ტურისტული თავშესაფარი მდებარეობს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 5 აგვისტოს მონაცემებით, მტირალას ეროვნულ პარკს წელს 33 260 ვიზიტორი ეწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]