weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინფლაცია ვენესუელაში: რა თანხაა საჭირო ტუალეტის ქაღალდის შესაძენად?

11:13 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

წარმოიდგინეთ, რომ საჭმელად გადიხართ და როდესაც საკვების მირთმევა დაამთავრეთ, მისი ფასი გაორმაგდა. ასეთია ჰიპერინფლაციის რეალობა - ეკონომიკის ზომისთვის (მშპ) დიდი რაოდენობით ფულის ბეჭდვის შედეგი, რაც ფულს არსებითად უსარგებლოს ხდის.

კრიზისში მყოფი ვენესუელა ჰიპერინფლაციაში იძირება, რაც 2009 წლის ზიმბაბვეს მსგავსი მოვლენების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მძიმე შემთხვევაა. ქვეყანაში გაუგებრობა ასევე წარმოშვა ვალუტა „ბოლივარის“ ახალი ბანკნოტების გამოშვებამაც, რადგან ხალხი ძველსა და ახალს შორის ფასების სხვაობის გამო დაბნეულია. უამრავ ვენესუელელს საბანკო ანგარიში არ გააჩნია და გაუფასურებული ფულის დიდი შეკვრების ტარება ჩანთით უწევს.

ვენესუელელი ფოტოგრაფის, კარლოს გარსია როულინსის შთამბეჭდავი ფოტოების სერია ქვეყანაში გამეფებულ ინფლაციას ასახავს. ვენესუელაში 40-ცენტიანი ტუალეტის ქაღალდის შესაძენად ორ მილიონზე მეტის გადახდა მოგიწევთ, იგივე ფასი აქვს 1 კგ ბრინჯს, დოლარნახევარი ღირებულების 1 კგ საქონლის ხორცის შესაძენად კი ცხრანახევარი მილიონი ბოლივარი დაგჭირდებათ. სწორედ მსგავსი თვალსაჩინო მაგალითებია ნაჩვენები როულინსის ფოტოებზე.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]