weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კურორტების ხარისხზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ - ბახტაძე

12:11 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კურორტების ინფრასტრუქტურისა და მზადყოფნის ხარისხით უკმაყოფილოა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. როგორც ბახტაძემ განაცხადა, ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ არის არგუმენტი, რომ კურორტები მათ მისაღებად მზად არ აღმოჩნდნენ.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და, ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ამ ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს. ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც ეკუთვნის თანამდებობრივად, რომ კურორტები შესაბამის დონეზე იყოს მომზადებული. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე, როდესაც ტურისტული აქტივობა განსაკუთრებით იზრდება. არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელი და გვარები, რადგან ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ზამთრის სეზონს, ისევე როგორც მომავალი ზაფხულის სეზონს, კურორტები ხარისხობრივად გაცილებით უფრო მომზადებული შეხვდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]