weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

12 მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაციაზე 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

12:33 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

გარდა ამისა, მთავრობა დამატებით დაფინანსებას გამოყოფს საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლადაც. იგეგმება კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემის მოწყობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი.

„ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად 4-სეზონიან კურორტად და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც დიდველის მიმდებარე ავტოსადგომის გაფართოება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოხდება ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოების ინტენსიფიკაცია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]