weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხაიშელებს იანვრამდე ლიცენზირებული ხე-ტყის გატანის უფლება მიეცათ

10:51 პარასკევი, 31 აგვისტო 2018
ფოტო: გუბერნატორის ადმინისტრაცია ფოტო: გუბერნატორის ადმინისტრაცია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მცხოვრებლები ტყიდან მოჭრილი ხე-ტყის გატანას სატყეო სააგენტოს მიერ უკვე გაცემული ნებართვების საფუძველზე 1-ელ იანვრამდე, ეტაპობრივად შეძლებენ. ამის თაობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასა და ხაიშელებს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

გუბერნატორის თქმით, 1-ლი იანვრიდან ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება და ამოქმედდება ახალი რეგულაციები, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს არ დააზარალებს.

„მოსახლეობამ უმთავრეს პრობლემად მოჭრილი ხე-ტყის გატანა დაასახელა. ჩვენთვის მოსახლეობის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მათთან მოვედით და ადგილზე გავეცანით არსებულ საჭიროებებს. ვფიქრობთ, რომ ხალხთან დიალოგი აუცილებელია იმისთვის, რომ განვახორციელოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და მათთვის პრიორიტეტული პროექტები“, - განაცხადა მოწერელიამ.

მიმდინარე წლის 26 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების შემოწმება დაიწყო, რასაც ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხაიშში მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. ადგილობრივმა მოსახლეობამ ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და სპეცრაზმის შეყვანა, ჰესების მშენებლობის გამო ბოლო პერიოდში გამართულ აქციებს დაუკავშირა. გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, ხე-ტყე მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]