weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიკოთზე ავტობანის მშენებლობას იაპონია 343 მილიონი დოლარით დააფინანსებს

18:00 პარასკევი, 31 აგვისტო 2018
ფოტოზე ტარო კონო ფოტოზე ტარო კონო

რიკოთის უღელტეხილზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობას იაპონია 343 მილიონი დოლარით დააფინანსებს. შესაბამის შეთანხმებას ხელი რამდენიმე დღეში, თბილისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

„ვიზიტის ფარგლებში, ნოტების გაცვლის გზით, გაფორმდება შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით გამოყოფს 38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტარო კონო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 4-5 სექტემბერს ეწვევა. ეს იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტია ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ტარო კონო პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]