weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დუშეთში ქვეშეთი-კობის გზის პროექტის გზშ-ს საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება

18:00 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში 7 სექტემბერს, 13:00 საათზეა დანიშნული.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 2 ლოტად არის დაყოფილი. დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე, რომელიც ზამთრის პერიოდში  დიდთოვლობით ხასიათდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ახალი გზა და 9-კილომეტრიანი გვირაბი არსებულ პრობლემებს მოაგვარებს და სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]