weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დედოფლისწყაროში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

23:28 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, სადაც წელიწადში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის კონსერვების წარმოება იგეგმება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ჯეონატურალსის“ მიერ წარმოებული პროდუქცია პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავალოდ კი ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

„საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული და ოთხი სხვადასხვა სახეობის კონსერვს „სადილის“ ბრენდის სახელით უშვებს. კომპანიაში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22 000 დაინერგა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფინანსური მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოხდა. საწარმოში ჯამურად 380 660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190 300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152 300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც 57 კახეთის რეგიონში შეიქმნა.

„ერთიან აგროპროექტი“ გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]