ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში კვლავ რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი არიან. სააგენტოს ცნობით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე, კერძოდ, იაპონიაში - 79% (170 700 ბოთლი), პოლონეთში - 31% (2 121 474), დიდ ბრიტანეთში - 17% (52 732) და ამერიკის შეერთებულ შტატებში - 2% (291 640).
ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ევროპის მიმართულებითაც: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 65% (30 456), გერმანია - 32% (339 370), ნიდერლანდები - 25% (42 735), ლიეტუვა - 12% (280 338), ლატვია - 12% (1 077 696), ესტონეთი - 2% (336 302).
რაც შეეხება ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზრებს, ყირგიზეთში ექსპორტი 81%-ით (140 370) გაიზარდა, უკრაინაში - 40%-ით (6 070 218), ყაზახეთში - 36%-ით (2 313 378), რუსეთში - 17%-ით (33 270 854) და ბელარუსში - 12% (1 012 062).
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.