weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

პური 5-10 თეთრით გაძვირდა

18:17 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

გურჯაანში მდებარე პურის საცხობებში პური 5-10 თეთრით გაძვირდა და 55-60 თეთრი გახდა. მეწარმეები პურის გაძვირების მთავარ მიზეზად ფქვილზე ფასების მომატებას ასახელებენ.

როგორც თონეების მფლობელებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რამდენიმე დღის წინ ერთ ტომარა ფქვილს 34-35 ლარად ყიდულობდნენ, ახლა კი ასაღები ფასი 46-დან 50 ლარამდე მერყეობს.

„ფქვილის გამყიდველები გვეუბნებიან, რომ საკმარისი რაოდენობის ნედლეული აღარ შემოდის. ფქვილი და ხორბალი ძირითადად რუსეთიდან შემოდიოდა და როგორც ვიცით, წელს იქაც არ არის დიდი მოსავალი. 15 სექტემბრიდან სატვირთო მანქანებით ფქვილის შემოტანა აიკრძალება და სავარაუდოდ, ფასი კიდევ მოიმატებს. თუ ფქვილი გაიაფდება, ჩვენც მზად ვართ პური გავაიაფოთ“, - აღნიშნეს თონეების მეპატრონეებმა.

პური რამდენიმე კვირის წინ გაძვირდა თელავში. თონის პური 60 თეთრი ღირს, ზოგ ადგილას კი უკვე 70 თეთრადაც იყიდება. ზოგიერთმა მეწარმემ პურის წონა 20-30 გრამით შეამცირა, ფასი კი იგივე - 50 თეთრი დატოვა.

თონეების მფლობელების თქმით, ტომარა ფქვილის ფასმა შესაძლოა 60 ლარს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში პური კიდევ გაძვირდება.

15 სექტემბრიდან ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება ნებადართული. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, ავტოტრანსპორტით ხორბლისა და ფქვილის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში სატვირთო მანქანებით გამოწვეული შეფერხებების გამო მიიღეს. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა ხორბლისა და პურის გაძვირებას არ გამოიწვევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]