weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მთავრობა ექსპორტზე გატანის მიზნით მარიხუანას წარმოების ლეგალიზებას განიხილავს

16:33 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის მარიხუანას წარმოებას და ექსპორტზე გატანას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს გუშინ გააცნეს. ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ იდეას მხარს უჭერს.

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს.

„საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება, ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით სამკურნალო მარიხუანას მოყვანა. ის ტერიტორიები, სადაც შეიძლება მარიხუანას მოყვანაზე ლიცენზია გაიცეს, იქნება უმკაცრესად დაცული. ამაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ჩართული“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომელსაც შსს მთავრობას უახლეს სხდომაზე წარუდგენს. სამინისტროს განცხადებით, კანონპროექტის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულება, მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოზარდების დაცვა და მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან აცილებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]