weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხორბლის შემოტანაზე აკრძალვის გასაუქმებლად მძღოლებმა მთავრობას ვადა ხვალამდე მისცეს

17:40 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018
ფოტოზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფოტოზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

სატვირთო მანქანების მძღოლებმა, რომლებსაც საქართველოში ხორბალი შემოაქვთ, ფინანსთა მინისტრს ვადა ხვალამდე მისცეს. ისინი იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ქვეყანაში ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.

მძღოლები მეორე დღეა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მშვიდობიან აქციას მართავენ. მათი თქმით, ხორბლის იმპორტის ბიზნესში ათასობით ადამიანია ჩართული, რომელიც სამუშაოს გარეშე რჩება.

„ვაპროტესტებთ მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელიც შრომას გვიკრძალავს. უაზროა გადაწყვეტილება იმ საბაბით, რომ საცობებს ვქმნით და ტურისტებს ხელს ვუშლით. ასე უარგუმენტოდ აკრძალეს ხორბლის შემოტანა. ვითხოვთ კონკრეტულად ერთ რამეს, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება და მძღოლებს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა შეგვეძლოს. გვაქვს ბანკის ვალები და ათასი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ამ საქმით ვცდილობდით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თენგიზ მუშკუდიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, მთავრობამ იმპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მათთან შეთანხმების გარეშე მიიღო.

„ხვალამდე ველოდებით პასუხს. ხვალამდე იქნება მშვიდობიანი პროტესტი და თუ მინისტრი დადებით პასუხს არ გვეტყვის, მასშტაბურ აქციებს დავიწყებთ. ჩვენივე მანქანებით გამოვალთ ქუჩაში და გზის გადაკეტვა მოგვიწევს“, - ამბობს თენგიზ მუშკუდიანი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა1-ელ ოქტომბრამდე გადავადდა. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლების პროტესტის გამო მინისტრის ბრძანება არ გაუქმდება, 1-ლი ოქტომბრიდან ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე კვირის წინ განმარტა, რომ ავტოტრანსპორტით იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში სატვირთო მანქანებით გამოწვეული შეფერხებების გამო მიიღო. მისივე თქმით, ეს ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა. მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლა ხორბლისა და პურის გაძვირების მიზეზი არ გახდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]