ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ბილეთების დაჯავშნა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია და ფასი 59,99 ლარიდან იწყება.
Wizz Air ქუთაისიდან უკვე დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის და რიგის მიმართულებით. 15 ნოემბრიდან ქუთაისი-ვენის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შესრულდება.